ჯანლუკა დი მარციო – კვარაცხელია სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა ტრავმის სიმძიმე დადგინდეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში დაშავდა, მაგრამ დაზიანების სიმძიმე ჯერ უცნობია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით მოუწია. ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯან-ლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ცნობით, კვარაცხელია სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა დადგინდეს ტრავმის სიმძიმე და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო სავარაუდო დრო გახდეს ცნობილი.