ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი - ერთი თვის წინ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის განახლებაზე ვსაუბრობდით, ახლა კი იურისტებს მივმართავთ #1TVSPORT
იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, ენცო რაიოლამ „სკაი სპორტთან“ კომენტარი გააკეთა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.
ფრანგული ფეხბურთის გრანდი 26 წლის მეკარესთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, დონარუმასთან მუშაობა აღარ სურს.
„„პარი სენ-ჟერმენი“ პატივისცემაზე საუბრობს, მაგრამ მათთვის მხოლოდ ფულია მთავარი. ეს არის დიდი უპატივცემულობა. ერთი თვის წინ კონტრაქტის განახლებაზე ვმსჯელობდით, ახლა კი იურისტებს მივმართავთ – ასე არ იქცევიან. ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ნულოვანი პატივისცემაა“, – განაცხადა რაიოლამ.
დონარუმა „პარი სენ-ჟერმენს“ 2021 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში 161 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდის წარმატებაში ჩემპიონთა ლიგაზე იტალიელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ის „ოქროს ბურთის“ 30 კანდიდატს შორისაც მოხვდა.