ჯანლუიჯი ბუფონმა მოსაფიქრებლად ერთ კვირა აიღო
ჯანლუიჯი ბუფონმა მოსაფიქრებლად ერთ კვირა აიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთი კვირა დასჭირდება. ლეგენდარულმა იტალიელმა უნდა მოიფიქროს – დათანხმდეს თუ არა „პარი სენ-ჟერმენის“ წინადადებას.

„პარი სენ-ჟერმენში“ თამაში? ერთი კვირა მჭირდება, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. ეს არ არის იოლი არჩევანი. როცა 40 წლის ხარ, არ გაქვს უფლება, დაუფიქრებელი და ჩქარი ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა ბუფონმა.

მანამდე ფრანგულ და იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ იტალიელს პსჟ-მა ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ​ბუფონს ასევე ეპატიჟება „ლივერპული“.