ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის ვაჟი ჩეხეთის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
იტალიის ნაკრების ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის ვაჟი ლუი ბუფონი საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობისთვის U18-ის ნაკრებში გამოიძახეს, – წერს იტალიური პრესა. ოღონდ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც სერია B-ს კლუბ „პიზას“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, ითამაშებს არა იტალიის, არამედ ჩეხეთის ნაკრებში.
ეს შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ლუის დედაა ალენა სერედოვა, რომელიც ეროვნებით ჩეხია. სწორედ ამიტომაც უმცროს ბუფონს ჩეხეთისა და იტალიის მოქალაქეობა აქვს.
ლუი ბუფონის დებიუტი ჩეხეთის იუნიორთა ნაკრებში, შეიძლება, 21 მარტს, ინგლისთან ამხანაგურ მატჩში შედგეს.
მიმდინარე სეზონში ლუი ბუფონმა „პიზას“ ახალგაზრდულ გუნდში 19 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
ჯანლუიჯი ბუფონი და ალენა სერედოვა ერთად ცხრა წელი ცხოვრობდნენ და ერთმანეთს 2014 წელს დაშორდნენ.