ჯანლუიჯი ბუფონი – მე და ჯენარო გატუზო იტალიის ნაკრებში ივნისამდე დავრჩებით, შემდეგ კი ვნახავთ, რა იქნება #1TVSPORT

20:45, 01.04.2026

იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯანლუიჯი ბუფონმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან პენალტების სერიაში (1:4) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ახლა ძალიან რთული და სენსიტიური პერიოდია. საჭიროა დრო, რათა ვითარება სწორად შევაფასოთ. სეზონი ივნისში სრულდება და ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ამ დრომდე ფედერაციის, პრეზიდენტისა და იმ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობას შევინარჩუნებთ, ვინც ნდობა გამოგვიცხადა.

თუ ჩვენი თამაშის გაუმჯობესება და პოზიტიური ცვლილებები შეიმჩნევა, ეს ნამდვილად სასიხარულოა – ეს ერთ-ერთი ამოცანა იყო. თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იყო და ამის ვერშესრულება ძალიან მტკივნეულია. ახლა არსებობს საფრთხე, რომ ემოციებმა გვაჯობოს, ამიტომ აქ დავასრულებ. ივნისამდე დავრჩებით, შემდეგ კი ვნახავთ, რა იქნება“, – განაცხადა ბუფონმა.

მსგავსი