ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებში თანამდებობას მიიღებს #1TVSPORT

20:10, 21.07.2026

ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ეროვნულ გუნდს უბრუნდება. როგორც ირკვევა, ლეგენდარული მეკარე ნაკრების დელეგაციას უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ბუფონი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მანამდეც საქმიანობდა, თუმცა ბოსნია და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც იტალიამ მსოფლიო ჩემპიონაზე გსვლა ვერ შეძლო, პოსტი დატოვა.

იტალიურ ფეხბურთის მმართველ ორგანოში მნიშვნელოვანი სტრუქტურული სიახლეებია – ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ჯოვანი მალაგო. პაოლო მალდინიმ კი ნაკრების ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

ბუფონი იტალიის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენია – 1997-დან 2018 წლამდე მან „სკუადრა აძურის“ ფორმა 176-ჯერ მოირგო. 2006 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსგავსი