ჯანი ინფანტინომ ვიდეორეფერის შემოღება დადებითად შეაფასა
ჯანი ინფანტინომ ვიდეორეფერის შემოღება დადებითად შეაფასა

„ფიფას“ (FIFA) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ფეხბურთში ვიდეორეფერის შემოღება დადებითად შეაფასა.

2018 წელს რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში პირველი დიდი ტურნირი იყო, სადაც ვიდეორეფერი დაინერგა. ახლა მას ბევრ წამყვან ჩემპიონატებში და საერთაშორისო ტურნირებზე იყენებენ.

„ვიდეორეფერი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი გახდა. ის არ ცვლის ფეხბურთს, არამედ ეხმარება და სამართლიანს ხდის ამ სპორტს. მსოფლიო ჩემპიონატზე 20-ჯერ იქნა ვიდეორეფერი გამოყენებული და აქედან 17-ჯერ შეიცვალა გადაწყვეტილება. ის იდეალური არა არის, მაგრამ ახლოსაა სრულყოფილებასთან“, – განაცხადა „ფიფას“ კონგრესზე ინფანტინომ.