ჯანი ინფანტინომ, შეიძლება, მალე ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტი დაკარგოს #1TVSPORT

00:10, 01.08.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თანამდებობის დაკარგვის ზღვარზეა, – დაწერა სოციალურ ქსელში ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, რომენ მოლინამ.

წყაროს ცნობით, 56 წლის საფეხბურთო ფუნქციონერმა სრულად დაკარგა კონტროლი ფედერაციაზე, ასევე ჩინოვნიკების მხარდაჭერა, რამაც შეიძლება, მისი პოსტიდან გადაყენება გამოიწვიოს.

ფიფა-ში ასევე უკმაყოფილონი არიან ინფანტინოს მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკური მხარდაჭერის გამო. გარდა ამისა, არ მოსწონთ მისი მმართველობის სტილი, როცა ფიფა-ს პრეზიდენტი ყველა გადაწყვეტილებას იღებს ისე, რომ არავისთან გადის კონსულტაციას.

ინფანტინოსთან დაკავშირებით სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც ფიფა-მ განიხილა მსოფლიო ჩემპიონატის წილის მიყიდვა კერძო ინვესტორებისთვის, რაც ორგანიზაციას 4.2 მილიარდ დოლარს მოუტანდა.

მსგავსი