ჯანი ინფანტინო - ვირუსის შემდეგ სულ სხვა ფეხბურთი დაბრუნდება
ჯანი ინფანტინო - ვირუსის შემდეგ სულ სხვა ფეხბურთი დაბრუნდება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ინფექციის დამარცხების შემდეგ, ფეხბურთი უფრო მეგობრული გახდება.

„ფეხბურთი დაბრუნდება და როცა ეს მოხდება, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამ კოშმარის დასასრულს, – განუცხადა სააგენტო ANSA-ს ინფანტინომ. – ეს ყველაფერი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის: ფეხბურთი, რომელიც კორონავირუსის შემდეგ დაბრუნდება, სრულიად განსხვავებული იქნება. უფრო ინკლუზიური, უფრო სოციალური, უფრო გლობალური, ნაკლებად ბოროტი და უფრო მეტად მეგობრული“.

დღეისთვის თითქმის ყველა საფეხბურთო ტურნირი შეჩერებულია, გამონაკლისია მხოლოდ ბელარუსი და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიგა.