ჯანი ინფანტინო საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახდა
ჯანი ინფანტინო საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახდა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა თომას ბახმა გამოაცხადა.

ინფანტინოსთან ერთად, ოლიმპიური კომიტეტის წევრები გახდნენ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დევიდ ჰაგერტი და იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იასუჰირო იამასიტა.

ჯანი ინფანტინო 2016 წლის თებერვლიდან უდგას სათავეში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას.