ჯანი ინფანტინო - მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება ერთ ქვეყანაში წარსულს ჩაბარდა #1TVSPORT
ჯანი ინფანტინო - მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება ერთ ქვეყანაში წარსულს ჩაბარდა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მიანიშნა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარება წარსულის ფენომენად მიაჩნია.

ჭორების მიხედვით, ინფანტინო მხარს უჭერს იტალიისა და საუდის არაბეთის ერთობლივ განაცხადს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარებაზე. ამ ქვეყნებსა და მათ ფეხბურთს შორის უკვე არსებობს მჭიდრო კავშირი: იტალიის სუპერთასი რამდენჯერმე საუდის არაბეთში გაიმართა.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ინფანტინომ გააკეთა კომენტარი, რომელიც სავსებით შეიძლება ასახავდეს იტალიისა და საუდის არაბეთის შანსებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე.

„მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება ცალკე აღებულ ქვეყანაში, სავარაუდოდ, წარსულს ჩაბარდა“, – თქვა პრეზიდენტმა.