ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვას აპირებს #1TVSPORT

21:23, 28.07.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის წილის მიყიდვას გეგმავს კერძო ინვესტორებისთვის, – იტყობინება გაზეთი The Times-ი.

გეგმა ითვალისწინებს კომპანიის შექმნას, რომელმაც უნდა მართოს ფიფა-ს მთავარი საფეხბურთო ტურნირები მამაკაცებსა და ქალებს შორის – მსოფლიო ჩემპიონატები და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

წყაროს ცნობით, ამ პროექტთან დაკავშირებით იყო კონსულტაციები ადამიანებთან, რომლებიც ახლოს არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. ფიფა-ში დაადასტურეს, რომ საინვესტიციო ჯგუფს სათავეში უდგას კომპანია Thrive Capital-ი. მისი დამფუძნებელია ჯოშუა კუშნერი – ტრამპის სიძის უმცროსი ძმა.

ფიფა-ს 221 წევრი ქვეყანა ასევე მიიღებს თავის წილს, რომლის ღირებულებამ, შეიძლება, 20 მილიონი დოლარი შეადგინოს. ეროვნულმა ფედერაციებმა, შეიძლება, შეინარჩუნონ ეს წილი ან გაყიდონ, რათა დამატებითი შემოსავალი მიიღონ.

იტყობინებიან, რომ თავისი ბოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ინფანტინო ახალი კომპანიის კომისრად დაინიშნება. ეჭვი არავის ეპარება იმაში, მას ისევ აირჩევენ ფიფა-ს პრეზიდენტად და ამ თანამდებობაზე 2031 წლამდე დარჩება.

მსგავსი