ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ჯანფრანკო ძოლა, რომელიც ჩელსის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის თანაშემწეა, პოსტოპერაციული გართულების გამო საავადმყოფოში მოხვდა, – წერს გაზეთი დეილი მეილი (Daily Mail).
52 წლის ძოლამ ქირურგიული ჩარევის გამო გამოტოვა ინგლისის თასის მერვედფინალი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. იტალიელმა ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება და ასევე ვერ ეხმარებოდა სარის ევროპის ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში მალმიოსთან. ჩელსიმ სპეციალისტს სრული აღდგენისთვის დრო გამოუყო.
26 ტურის შემდეგ, ლონდონური კლუბი პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა და 50 ქულა აქვს.