ჯანფრანკო ძოლა „ჩელსიდან“ მიდის
ჯანფრანკო ძოლა „ჩელსიდან“ მიდის

ჯანფრანკო ძოლა „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობას კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვებს, – იტყობინება „სკაი სპორტსი“ (Sky Sports).

52 წლის სპეციალისტმა, რომელიც „არისტოკრატების“ რიგებში 1996-2003 წლებში თამაშობდა, კონტრაქტი კლუბთან გასულ წელს გააფორმა და მაურიციო სარის თანაშემწედ დაინიშნა.

ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ „ჩელსი“ დატოვა და „იუვენტუსში“ გადავიდა, ძოლას კი კლუბის ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.