ჯანელიძის დებიუტი „ნაპოლიში“
ჯანელიძის დებიუტი „ნაპოლიში“

ქართველმა კალათბურთელმა გიგა ჯანელიძემ იტალიის სერია ა 2-ში „ნაპოლის“ მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 24 წლის ფორვარდი ნეაპოლელთა რიგებში სერია ა-ს გუნდ „ტრიესტედან“ გადავიდა.

ჯანელიძემ 2-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. მის წინააღმდეგ კი 2 ჯერ დაჯარიმდნენ.

„ნაპოლის“ სერია ა 2-ში 13 მოგება და 11 მარცხი აქვს და მეცხრე ადგილზე იმყოფება.

გიგას ჯანელიძის ახალ გუნდს მომდევნო მატჩი 23 თებერვალს, „ფორტიტუდთან“ ელის.