ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – შვიდ დღეში 5 236 922 ახალი შემთხვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ მთელ მსოფლიოში თითქმის ყველგან მოიმატა, ევროპის კონტინენტზე კი, სამპროცენტიანი კლებაა. ყველაზე რთული მდგომარეობა სამხრეთ აზიის ქვეყნებშია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 143 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა სამ მილიონზე მეტი ადამიანი.