ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - შეთანხმებული მიდგომით კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - შეთანხმებული მიდგომით კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია

შეთანხმებული მიდგომით კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განმარტებით, ეპიდემიისგან თავის არიდება ქვეყნებს მხოლოდ შეთანხმებული მიდგომით შეუძლიათ.

„ვეთანხმები აზრს, რომ სიტუაცია შესაძლოა, იმაზე მეტად ცუდი გახდეს, ვიდრე ახლაა და პანდემიის მაჩვენებელი მიიღოს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვამბობთ იმასაც, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც მისი შეკავება შეუძლიათ, ამიტომ არ უნდა დავნებდეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამასთან, გებრეიესუსმა ქვეყნებს სწრაფად რეაგირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გარკვეული ქვეყნები აღნიშნულ საკითხს საკმარისად სერიოზულად არ ეკიდებიან.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსი 80-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ინფექციის 98 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ფატალური შემთხვევები კი 3 300-ს აჭარბებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 53 786-ია.