ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ჩინეთში მიემგზავრება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ჩინეთში მიემგზავრება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ჩინეთში მიემგზავრება. შესაბამისი განცხადება მან მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.

„ჩვენ კვირაში შვიდი დღე, 24 საათი ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ჩინეთს და ჩინელ ხალხს მათთვის ამ მძიმე პერიოდში“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

გებრეიესუსი ჩინეთში ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება და პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას.