ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით სავარაუდოდ ყოველი ათი ადამიანიდან ერთი დაინფიცირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით სავარაუდოდ ყოველი ათი ადამიანიდან ერთი დაინფიცირდა

მსოფლიოში კორონავირუსით სავარაუდოდ ყოველი ათი ადამიანიდან ერთი დაინფიცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა ინფიცირების რისკის წინაშეა, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.

„ჩვენი შეფასებით, ამ ვირუსით შესაძლოა, დაავადებული ყოფილიყო გლობალური მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი. ეს მონაცემი განსხვავდება ქვეყნის მიხედვით, ასევე სოფლებისა და ქალაქების მიხედვით, დამოკიდებულია სხვადასხვა ჯგუფზე. თუმცა ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კვლავ რისკის წინაშე რჩება“, – განაცხადა რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ახლა რთული პერიოდი იწყება, დაავადება გავრცელებას განაგრძობს.