ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემია კიდევ დიდხანს გასტანს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემია კიდევ დიდხანს გასტანს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია კიდევ დიდხანს გასტანს.

ეს განცხადება ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის წევრების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

„კომიტეტმა ერთხმად დაადგინა, რომ პანდემია ჯერ კიდევ წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციას საერთაშორისო დონეზე და „კოვიდ-19“-ის საფრთხე ძალიან მაღალია“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის წევრები კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ დღეს მეოთხედ შეიკრიბნენ და „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

დატოვე კომენტარი