ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ინდური ვარიანტი მსოფლიოს 53 ქვეყანაშია დაფიქსირებული
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ინდური ვარიანტი მსოფლიოს 53 ქვეყანაშია დაფიქსირებული

„კოვიდ-19“-ის ინდური ვარიანტი მსოფლიოს 53 ქვეყანაშია დაფიქსირებული, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ამასთან, ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში ვირუსის ახალი შემთხვევების, ასევე ლეტალური შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ოთხი მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 84 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით ორი პროცენტით ნაკლებია.