ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღარიბი ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებიც ვაქცინებს „კოვაქსის“ საშუალებით იღებენ, ვაქცინაციის გასაგრძელებლად საკმარისი დოზები არ აქვთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღარიბი ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებიც ვაქცინებს „კოვაქსის“ საშუალებით იღებენ, ვაქცინაციის გასაგრძელებლად საკმარისი დოზები არ აქვთ

ღარიბი ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინებს „კოვაქსის“ პროგრამის საშუალებით იღებენ, ვაქცინაციის პროგრამის გასაგრძელებლად საკმარისი დოზები არ აქვთ. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მრჩეველმა ექიმმა, ბრიუს ეილვარდმა განაცხადა.

მისი თქმით „კოვაქსის“ პროგრამის ფარგლებში 131 ქვეყანას ვაქცინის 90 მილიონი დოზა მიაწოდეს, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს არ არის საკმარისი მსოფლიო მოსახლეობის ვირუსის გავრცელებისგან დასაცავად.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ვაქცინების უკმარისობის ფონზე, სამხრეთ აფრიკის მთავრობა „კოვაქსთან“ მუშაობას იწყებს ვაქცინების წარმოებისთვის რეგიონული ჰაბის შესაქმნელად.