ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მოდერნას“ ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მოდერნას“ ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მოდერნას“ წარმოების ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მოდერნა“ გახდა მეხუთე ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მოხმარებისათვის დაამტკიცა.

„მოდერნამ“ მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნა წარმოების გაზრდის გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს სამი მილიარდი დოზა ვაქცინის გამოშვებაა დაგეგმილი.