ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ოცეულის ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინის სამართლიანად განაწილებისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ოცეულის ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინის სამართლიანად განაწილებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ოცეულის ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინის სამართლიანად განაწილებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ​ქვეყნების ლიდერებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანად განაწილებისკენ დიდი ოცეულის ვირტუალურ სამიტზე მოუწოდა.

„ვაქცინის სამართლიანად განაწილებას პანდემიის დასრულებისთვის ცენტრალური მნიშვნელობა აქვს. მომავალში ვირუსის მსგავსი გავრცელების და ჩვენს ცხოვრებაზე, სიცოცხლისუნარინობასა და ეკონომიკაზე ასეთი გავლენის თავიდან ასაცილებლად, ყველა ქვეყანამ უნდა ჩადოს ინვესტიციები მომზადებულობასა და უნივერსალურ ჯანდაცვაში“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

დიდი ოცეულის სამიტი წელს ვირტუალურ რეჟიმში ტარდება. სამიტის თავმჯდომარე ქვეყანა წელს საუდის არაბეთია.