ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 18 წელს ზემოთ ყველა ასაკისთვის რეკომენდებულად მიიჩნევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 18 წელს ზემოთ ყველა ასაკისთვის რეკომენდებულად მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 18 წელს ზემოთ ყველა ასაკისთვის რეკომენდებულად მიიჩნევს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

65 წელს ზემოთ ასაკის პირებში ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვები ცოტა ხნის წინ გაჩნდა, ვინაიდან კვლევებში ასახული არ არის ამ ასაკის პირებში ვაქცინის გამოცდის შედეგები. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, ვაქცინა უფრო მაღალეფექტიანი იმ შემთხვევაშია, თუ ორ დოზას შორის ინტერვალი 8-12 კვირამდე იქნება დაცული.

ვაქცინას ეფექტიანად მიიჩნევენ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული და ბრიტანული ახალი შტამების შემთხვევაშიც.