იტალიელი სპეციალისტი ჯან პიერო გასპერინი „რომას“ სამწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
67 წლის გასპერინი „ატალანტას“ ცხრა წლის შემდეგ ტოვებს, მას კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამის ფონზე მიიღო.
რაც შეეხება „რომას“, დედაქალაქურ გუნდს ბოლოს კლაუდიო რანიერი წვრთნიდა, რომელმაც სამუშაოს შესრულება გასული სეზონის შუაში დაიწყო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი გუნდი სერია A-ში მეხუთე ადგილზე გაიყვანა. წარმატების მიუხედავად, რანიერიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯან პიერო გასპერინი „რომაში“ მუშაობას ზაფხულიდან შეუდგება. მასთან ერთად „ატალანტამ“ რამდენჯერმე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 2024 წელს ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.