ჯან პიერო გასპერინი - ჯობდა გოლი ადრე გაგვეშვა
ჯან პიერო გასპერინი - ჯობდა გოლი ადრე გაგვეშვა

„ატალანტას” მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ სინანული ვერ დამალა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან” დასანანი მარცხის გამო. ბერგამოული გუნდი 26-ე წუთიდან მოყოლებული იგებდა, მაგრამ 90-ე და 93-ე წუთებზე გაუშვა და 1:2 დამარცხდა.

„ყველაზე დასანანი ის არის, რომ ასე ახლოს ვიყავით და ვფიქრობდით, რომ შევძლებდით დაუჯერებელი მიზნის მიღწევას. კმაყოფილები ვართ, რომ ასეთი შთამბეჭდავი კამპანია გვქონდა ჩემპიონთა ლიგაზე, თანდათან ვუმატებდით ევროპის საუკეთესო გუნდებთან მატჩებში. შემიძლია მხოლოდ მადლობა ვუთხრა ბიჭებს იმისთვის, რაც ამ სეზონში გააკეთეს.

სამწუხაროა, რადგან ასე ახლოს ვიყავით. შეიძლებოდა ადრეც გაგვეშვა და, შესაძლოა, ასე უკეთესი ყოფილიყო, რადგან გოლები, რომელსაც დამატებულ დროში უშვებ, ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენზე. გრძელი და მომქანცველი მატჩების სერიის შემდეგ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ასე რომ, შემიძლია ბიჭებს მხოლოდ მადლობა ვუთხრა.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. სადღაც წავიკითხე, რომ ჟოზე მოურინიომ მას დეტალების ტურნირი უწოდა. როცა მატჩები ასეთი თანაბარია და შეიძლება ნებისმიერი შედეგით დასრულდეს, სწორედ დეტალები წყვეტენ ყველაფერს.

ბერგამოს მაცხოვრებლები მაინც იზეიმებენ, რადგან ფეხბურთელებმა მთელი ძალები გაიღეს. სწორედ ამას ითხოვდნენ ჩვენგან. ჩვენ გვაქვს გატაცება და იდეება. ეს უძირო ჭაა, რომლითაც ვისაზრდოვებთ მომავალში. ამისთვის ფული არ არის აუცილებელი”, – აღნიშნა გასპერინიმ.

დატოვე კომენტარი