ჯამპაოლო - „სექტემბრის შუაში იდეალურ ფორმაში მყოფი გუნდი არ არსებობს“
ჯამპაოლო - „სექტემბრის შუაში იდეალურ ფორმაში მყოფი გუნდი არ არსებობს“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში მილანელებმა სტუმრად ანგარიშით 0:1 იმარჯვეს.

„რიცხობრივი უპირატესობის შემდეგ, გუნდმა ჭკვიანურად ითამაშა“, – ციტირებს „მილანის“ ოფიციალური გვერდი ჯამპაოლოს. – „ჩვენ ბოლომდე კონცენტრირებულები ვიყავით და არცერთი წუთით არ გაგვირისკავს. სექტემბრის შუაში იდეალურ ფორმაში მყოფი გუნდი არ არსებობს. ჩვენ უნადა მივეჩვიოთ დომინაციას და ბურთის კონტროლს. ჯერ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი და გასაუმჯობესებელი“ – დაასრულა მილანელთა დამრიგებელმა.