ჯამბულ სანაკოშვილი და ლუკა კუტანიძე ფინალში გავიდნენ
ჯამბულ სანაკოშვილი და ლუკა კუტანიძე ფინალში გავიდნენ

ვეტერან მოჭიდავეთა შორის თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამბულ სანაკოშვილი (78 კგ) და ლუკა კუტანიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ.

კურტანიძე მონღოლ შურას, ხოლო სანაკოშვილი სომეხ ასატრიანს დაეჭიდება.

ბრინჯაოს მედლებისათვის გოჩა კირკიტაძე, ვარაზ ვარაზაშვილი (ორივე 62 კგ), მურად ჩხაიძე (70 კგ) და ზაზა ბედენაშვილი (78 კგ) იჭიდავებენ.

ფინალი 18:00 საათიდან სპორტის სასახლეში გაიმართება.