ჯამალ მუსიალამ „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2030 წლის ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
ჯამალ მუსიალამ „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2030 წლის ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჯამალ მუსიალასთან ხელშეკრულება 2030 წლის ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა, – ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

21 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება, ახალი კონტრაქტის მიხედვით, წელიწადში 25-26 მილიონი ევრო იქნება, რაც მას ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.

მუსიალა „ბაიერნის“ აკადემიას 2019 წელს შეუერთდა, მანამდე ის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა. მისი დებიუტი „ბაიერნის“ პირველ გუნდში მალევე შედგა, რის შემდეგაც ყველა ტურნირზე 193 მატჩი ჩაატარა.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერის“ მაისურით 58 გოლი გაიტანა და 31 ასისტი შეასრულა.