ჯამალ მუსიალამ ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა #1TVSPORT
„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, ჯამალ მუსიალამ თავი ცუდად იგრძნო „ლაიპციგთან“ ამხანაგური მატჩის დროს.
83-ე წუთზე მუსიალამ შესამჩნევი მიზეზის გარეშე მინდორზე ვარდნა დაიწყო – მისი დაჭერა თანაგუნდელმა ისმაელ საიბარიმ მოასწრო. „ალიანც-არენას“ მოედანზე ექიმები გავიდნენ. მიუნხენელთა 23 წლის ნახევარმცველი გონს მალე მოვიდა და მინდორი დამოუკიდებლად დატოვა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, მუსიალამ ძლიერი სიცხის გამო თავბრუსხვევისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემებზე დაიჩივლა. პირველადი გამოკვლევებით, ჯერჯერობით არაფერი გამოვლენილა. ფეხბურთელი უახლოეს დღეებში დაისვენებს და აღდგენით პროცესს გაივლის.
„ბაიერნმა“ „ლაიპციგი“ 3:1 დაამარცხა. მიუნხენელთაგან ერთ-ერთი გოლი მუსიალამ გაიტანა.