ჯამალ მუსიალა ფეხბურთის თამაშს ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა მოედანზე გასვლას მომდევნო ორი თვის განმავლობაში ტრავმი გამო ვერ მოახერხებს, – ინფორმაციას გერმანული კლუბი ადასტურებს.
ბუნდესლიგის გასულ ტურში მუსიალამ კუნთი გაიწყვიტა, ხოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზულია და მას დიდი დრო გაუცდება.
22 წლის ფეხბურთელი მოედანზე, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის დაბრუნდეს, თუ „ბაიერნი“ იქ გასვლას მოახერხებს. ასევე, სავარაუდოდ, ის გერმანიის ნაკრებს ერთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრებში დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში მუსიალამ ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.