ჯამალ მიურეი და შეი გილჯეს-ალექსანდერი კანადის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ #1TVSPORT

09:19, 16.07.2023
DENVER, CO - JUNE 15: Jamal Murray (27) of the Denver Nuggets plays to the crowd during the team's championship parade in downtown Denver on Thursday, June 15, 2023. (Photo by AAron Ontiveroz/The Denver Post)

„დენვერ ნაგეტსის“ შემადგენლობაში NBA-ის ჩემპიონი ჯამალ მიურეი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის კანადის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.

მასთან ერთად გუნდში ვხედავთ NBA-ის სხვა წარმომადგენლებს: „ოკლაჰომას“ ვარსკვლავს, შეი გილჯეს-ალექსანდერს, ნიკელ ალექსანდერ-უოკერსა („მინესოტა“) და არ-ჯეი ბარეტს („ნიუ იორკი“).

ასევე, შემადგენლობაში არიან დილონ ბრუქსი, რომელიც ცოტა ხნის წინ „ჰიუსტონიდან“ „მემფისში“ გადავიდა და კოლეჯის დონეზე ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ზაკ ედეი.

სულ გაფართოებულ შემადგენლობაში 18 კალათბურთელია. საბოლოო განაცხადში 12 მოთამაშე მოხვდება. კანადა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე H ქვეჯგუფში საფრანგეთთან, ლატვიასა და ლიბანთან ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება.

მსგავსი