ჯამალ ხაშოგის შვილები საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან მამის ცხედრის დაბრუნებას ითხოვენ

11:18, 05.11.2018

მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის შვილები საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან მამის ცხედრის დაბრუნებას ითხოვენ. ამის შესახებ სალაჰ და აბდულა ჰაშოგებმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადეს.

„მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველაფერ, რაც მოხდა, არ იყო მისთვის მტკივნეული და რომ ეს სწრაფად მოხდა“, -აღნიშნა ინტევრიუს დროს ანდულა ჰაშოგიმ.

„ერთადერთი, რაც ახლა გვსურს, მამის მედინაში, ალ-ბაქის სასაფლაოზე დაკრძალვაა. ამის შესახებ საუდის არაბეთის ხელისუფლებას ვესაუბრე და ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება“, -განაცხადა სალაჰ ხაშოგიმ.

გასულ კვირას თურქეთის პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ხაშოგის ცხედარი დაანაწევრეს. გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით კი, ცხედარი მჟავის საშუალებით გაანადგურეს.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

მსგავსი