ჯამალ ხაშოგის საცოლე აშშ-ისგან ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს
ჯამალ ხაშოგის საცოლე აშშ-ისგან ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს

ჯამალ ხაშოგის საცოლე ჰატიჯე ჯენზგიზი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევას არ იღებს. სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლე აცხადებს, რომ ვაშინგტონის მიწვევას ვერ მიიღებს, ვიდრე ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია გულწრფელი და მკაფიო არ იქნება.

ხაშოგის საცოლის თქმით, საუდის არაბეთის საკონსულოში მისვლამდე ჟურნალისტი შეშინებული იყო და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა, თუმცა, ამავდროულად ფიქრობდა, რომ საუდის არაბეთის მთავრობა მის დაკავებას არ ეცდებოდა.

ჯამალ ხაშოგი ორ ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ორი კვირის შემდეგ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს.