ჯალნუიჯი ბუფონი - „მატჩის წინ პანიკური შეტევა დამემართა“
ჯალნუიჯი ბუფონი - „მატჩის წინ პანიკური შეტევა დამემართა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი აცხადევს, რომ კარიერის დასაწყისში დეპრესია და პანიკური შეტევები ჰქოდა, ერთხელ კი ამის გამო მატჩიც კი გამოტოვა.

„მოულოდნელად, ყველაფერმა აზრი დაკარგა“, – უთხრა იტალიელმა ლეგენდამ ჟურნალ „ვენიტი ფეას“ (Vanity Fair) – „ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩემზე არავინ ფიქრობდა და ყველას ვაინტერესებდი მხოლოდ როგორც ფეხბურთელი. ჯიჯი არავის ანაღვლებდა. ეს ძალიან რთული მომენტი იყო. ერთხელ, როდესაც 25 წლის ვიყავი და წარმატება წარმატებაზე მოდიოდა, მეკარეების მწვრთნელთან მივედი და ვუთხარი, რომ მეორე მეკარე გაეყვანათ თამაშზე. პანიკური შეტევა მქონდა იმ თამაშის წინ“.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერაში 23 ჯილდო მოიგო, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის თასი, თუმცა თავის პირველ ჩემპიონთა თასს ჯერ კიდევ უმიზნებს.

„პარი სენ-ჟერმენი“, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალში, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.