ჯალალაბადში სამშენებლო კომპანიის ოფისზე თავდასხმისას 16 ადამიანი დაიღუპა
ჯალალაბადში სამშენებლო კომპანიის ოფისზე თავდასხმისას 16 ადამიანი დაიღუპა

​ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში შეიარაღებული პირები ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ოფისს დაესხნენ თავს. დაღუპულია კომპანიის სულ მცირე, 16 თანამშრომელი. მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის ხუთი წარმომადგენელია. დაშავებულია ცხრა პირი. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოფისის შესასვლელთან ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შემდეგაც, შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ორმხრივი დაპირისპირების შედეგად, ლიკვიდირებულია სამი თავდამსხმელი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.