ჯად ტრამპმა სეზონში მეხუთე ტიტული მოიგო და რეკორდი გაიმეორა
ჯად ტრამპმა სეზონში მეხუთე ტიტული მოიგო და რეკორდი გაიმეორა

ინგლისელი სნუკერისტი ჯად ტრამპი სარეიტინგო ტურნირის – Players Championship-ის გამარჯვებული გახდა. ფინალში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გაანადგურა ჩინელი იანია ბინტაო – 10:4. 30 წლის ინგლისელს ორი „სენჩური” ჰქონდა – 108 და 122-ქულიანი.

ტრამპმა ამ სეზონში მეხუთე სარეიტინგო ტიტული მოიგო და გაიმეორა რეკორდი, რომელსაც აქამდე რამდენიმე სნუკერისტი იყოფდა – სტივენ ჰენდრი (1990/91), დინ ჯუნჰუ (2013/14), მარკ სელბი (2016/17) და რონი ო’სალივანი (2017/18).

ტრამპისთვის ეს იყო მე-16 ტიტული კარიერაში. ის ყველაზე ტიტულოვან სნუკერისტებს შორის მერვე ადგილზეა. მასზე წინ არიან: სელბი (17), ნილ რობერტსონი (18), მარკ უილიამსი (22), სტივ დევისი (28), ჯონ ჰიგინსი (30), ო’სალივანი (36) და ჰენდრი (36).

მომდევნო სარეიტინგო ტურნირი – Gibraltar Open 11-15 მარტს გაიმართება.