ჯაბა პაპინაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ანტალიის გრანდ სლემი გამარჯვებებით დაიწყეს [ვიდეო] #1TVSPORT
ჯაბა პაპინაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ანტალიის გრანდ სლემი გამარჯვებებით დაიწყეს [ვიდეო] #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს.

პირველი დაპირისპირებები წარმატებით ჩაატარეს ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). ჯაბამ ავსტრიელ დანიელ ლეუტგებს ვაზარით სძლია.

 

ეთერიმ კი თურქი მოწინააღმდეგე ტუნცა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

 

ორივე ქართველი მერვედფინალში იჭიდავებს.დღეს ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართველი, მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ შეხვედრას რამდენიმე წუთში გამართავს. ანტალიის გრანდ სლემზე 63 ქვეყნის 528 წარმომადგენელი ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შარშანდელმა ტურნირმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა.