ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო]

ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა (60 კგ.). ჯაბა პაპინაშვილმა ზედიზედ მეორე ტურნირზე მოახერხა შინ მედლის წაღება.

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონმა (55 კგ.), ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თურქი სამეტ კუმტასი დაამარცხა.

ქართველმა ტურნირის პირველი ორი შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო. მესამე ბრძოლაში პაპინაშვილმა კარამატ ჰუსეინოვს, დამატებით დროში სძლია.

ჯაბამ მარტივად გაიმარჯვა მეოთხედფინალში, სადაც დუმიტრესკუს მოუგო, მაგრამ ნახევარფინალურ შეხვედრაში იაპონელ ჰენკი კოგასთან დამარცხდა.

ტურნირის პირველ დღეს ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა – ხუბაშვილი (55 კგ.), პაპინაშვილი (60 კგ.), ნოზაძე (60 კგ.) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ.).