ჯაბა პაპინაშვილი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს
ჯაბა პაპინაშვილი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

დღეს, ბაჰამის კუნძულებზე, ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.

სტარტი საქართველოს ნაკრების ოთხმა მონაწილემ აიღო – ხუბაშვილი (55 კგ.), პაპინაშვილი (60 კგ.), ნოზაძე (60 კგ.) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ.).

ოთხი მონაწილიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ პაპინაშვილი იასპარეზებს. ის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქეთის წარმომადგენელ სამეტ კუმტასს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა პაპინაშვილი წინა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და ამასთანავე  ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრის, ამირან პაპინაშვილის ძმა გახლავთ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.