ვაჟა პაპინაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ვაჟა პაპინაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ ივო ვერჯორსტერტს დაუპირისპირდა და ვაზარით მოუგო. ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მედალია.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ბაგრატ ნინიაშვილმაც (66 კგ.), რომელიც ბრინჯაოს ფინალში ებრაელ ამიტ ბობოვიჩს დაუპირისპირდება.

60 კილოგრამში მეორე მონაწილემ, თემურ ნოზაძემ პირველი შეხვედრა კვიპროსელ ლუკა ლუკასს მოუგო, თუმცა მეორე დაპირისპირება რუს კონსტანტინ სიმეონდისთან დათმო.

55 კგ. წონით კატეგორიაში ვანო ხუბაშვილი პირველივე შეხვედრაში თურქ ოგუზან ოზისიკთან დამარცხდა.

რაც შეეხება გოგონებს, დღეს მხოლოდ ერთი მონაწილე ნატალია ყიფშიძე გვყავდა (48 კგ.), რომელმაც პირველივე შეხვედრა ავსტრიელ ჟაკლინ სპრინგერთან დათმო.

14 სექტემბერს ვაჟებში 73 და 81 კგ. წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართება. 73-ში მონაწილე არ გვეყოლება, თუმცა 81-ში ორი ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.

გოგონებში – ეთერ ლიპარტელიანი, მზია ბებოშვილი (57), მარიამ ჭანტურია (70) იჭიდავებენ.