ჯაბა პაპინაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი ნახევარფინალში არიან

16:52, 02.11.2018

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელ ძიუდოსტთა შორის ჩვენი თანამემამულეები, ჯაბა პაპინაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი ნახევარფინალში არიან.

ჯაბა 60 კგ და თორნიკე 66 კგ წონით კატეგორიაში გამოდიან. 66კგ-ში მოასპარეზე მეორე ქართველი გიორგი ნიაზაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა.

მსგავსი