ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს ძიუდოს გრანდ სლემმა აიღო სტარტი. ტურნირი 5-7 ნოემბერს გაიმართება, რომელზეც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს გათამაშებაში სამი ქართველი სპორტსმენი ჩაება, რომელთაგანაც ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველი ფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა.

 

ჯაბამ ნახევარფინალში მონღოლ ენკტაივანს სძლია. დღეს ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), რომელიც იაპონელ იუჯი აიდასთან დამარცხდა.

კიდევ ერთი ქართველი ბაგრატ ნინიაშვილი კი რეპეშაჟში დამარცხდა და ტურნირზე უმედლოდ დარჩა.