ჯაბა კანკავას ზედიზედ მეორე გოლი - „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის ფინალშია #1TVSPORT
ჯაბა კანკავას ზედიზედ მეორე გოლი - „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის ფინალშია #1TVSPORT

ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის თასის ნახევარფინალში „სკალიცას“ გაუტანა და ამ გოლით ბრატისლავის „სლოვანი“ ფინალში გავიდა.

პირველი ნახევარფინალური მატჩი „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „სკალიცასთან“ 2:1 მოიგო. საპასუხო შეხვედრაში მოდანზე ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში ქართული სამეულიდან ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ (84-ე წუთზე შეცვალეს) ითამაშეს, გურამ კაშია კი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.

„სლოვანმა“ ძირითად დროში 2:3 წააგო და რადგან ორი მატჩის ჯამში შეხვედრა 3:3 დასრულდა, საჭირო გახდა დამატებით დრო. 93-ე წუთზე თავი ჯაბა კანკავამ გამოიჩინა და ბრატისლაველებმა ანგარიში გაათანაბრეს 3:3, საერთო ანგარიშით კი დაწინაურდნენ. ეს კანკავას ზედიზედ მეორე გოლი იყო – 16 აპრილს ქართველმა ნახევარმცველმა თავი „ბანსკა ბისტრიცასთან“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მატჩში გამოიჩინა.

საბოლოოდ „სლოვანმა“ მატჩი 3:3 დაასრულა, საერთო ჯამში მეტოქეს 5:4 სძლია (2:1, 3:3) და სლოვაკეთის თასის ფინალში გავიდა – ვლადიმირ ვაისის გუნდი 1 აპრილს ფინალში ტრნავას „სპარტაკს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში „ტრენჩინი“ დაამარცხა (2:1, 3:0).