ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს
ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

პრემიერლიგის 31-ე ტურის 11 რჩეული ფეხბურთელი გამოცემა Sports.k-მ დაასახელა.  კოსტანაისტობოლმაალმატიში ჩემპიონატის ლიდერ „ყაირატთან’ 0:2 წააგო, მაგრამ დამარცხებულებში ქართველი ნახვარმცველი მაინც გამოარჩიეს.

„ჯაბა კანკავა ყველასთვის და ყველას ნაცვლად თამაშობდა. მართალია, მისმა გუნდმა წააგო, მაგრამ ის მოედანზე მაინც ლიდერი იყო“ – წერს Sports.kz.

ქართველმა ნახევარმცველმა ლიდერთან შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა, მოიგო 12 ორთაბრძოლა და 32 ზუსტი გადაცემა გააკეთა. სულ კანკავამ თამაშის დროს 65 სასარგებლო და წარმატებული მოქმედება ჩაიწერა.

31-ე ტურის შემდეგ, „ტობოლმა“, ისევე როგორც კახა ცხადაძის გაწვრთნილმა შიმკენტისორდაბასმა“, 59 ქულა დააგროვა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კანკავას გუნდმა მეხუთეაგდილოსან „ჟეტისუს“  7 ქულით გაასწრო და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.