ჯაბა კანკავა ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

14:44, 10.03.2020

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „ტობოლმა“, რომლის ღირსებასაც სამი ქართველი ფეხბურთელი იცავს ჩემპიონატი კარგად დაიწყო და „შახტიორი“ 3:1 დაამარცხა.

სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა კლუბის ქართველმა ახალწვეულმა ლუკა ზარანდიამ. ტრამვის გამო არ უთამაშია ნიკა კვეკვესკირს, ჯაბა კანკავა კი ჩვეული ბრძოლისუნარიანობისა და შეუპოვრობის გამო sports.kz – მ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მსგავსი