ჯაბა ჯიღაური „აქტობეში“ ითამაშებს
ჯაბა ჯიღაური „აქტობეში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური ყაზახურ „აქტობეში“ ჩაირიცხა. 25 წლის შემტევი ნახევარმცველი შარშან მაკედონიის „ვარდარის“ ღირსებას იცავდა და გუნდს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმარა, მაგრამ დეკემბერში კონტრაქტი დაუსრულდა, რომლის გაგრძელებაც აღარ ისურვა და „ვარდარი“ დატოვა.

ამის შემდეგ, ჯიღაური თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალ კლუბს ეძებდა. გავრცელებული ვერსიით, მოლაპარაკებებს ერთდროულად ორ აზერბაიჯანულ კლუბთან აწარმოებდა – აზერბაიჯანის პრემიერლიგის ლიდერებთან, „გაბალასა“ და „ზირასთან“. თუმცა, საბოლოოდ, ქართველი ნახევარმცველი ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ჯიღაურმა კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა.