ჯა მორანტი წლის საუკეთესო ახალწვეულად დაასახელეს (ვიდეო)

„მემფისის“ გამთამაშებელი ჯა მორანტი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეულად აღიარეს. კენჭისყრაში 21 წლის გამთამაშებელმა ამერიკელი ჟურნალისტების ხმების უმეტესობა მიიღო (100-დან 99 ხმა).

ჯამში მორანტმა 498 ქულა დაისაკუთრა. მისმა უახლოესმა მდევარმა, „მაიამის” წევრმა კენდრიკ ნანმა 208 ქულა მიიღო.

ჯა მორანტი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 17.8 ქულას, 3.9 მოხსნასა და 7.3 პასს აგროვებდა.