ივან რაკიტიჩი ახლოს არის „ატლეტიკოში“ გადასვლასთან
ივან რაკიტიჩი ახლოს არის „ატლეტიკოში“ გადასვლასთან

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი უახლოეს ზაფხულში შეიძლება მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდეს.

„ატლეტიკოსთვის“ რაკიტიჩი ძირითადი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. 20 თებერვალს, ხორვატი შეხვდა „ატლეტიკოს“ წარმომადგენლებს. ასევე ირკვევა, რომ რაკიტიჩის ოჯახი მადრიდის გარეუბანში სახლს ეძებდა.

ადრე პრესაში არა ერთხელ დაიწერა, რომ რაკიტიჩი არ აპირებს „ბარსელონაში“ დარჩენას და ეძებს სხვა გუნდში კარიერის გაგრძელების ვარიანტებს. ცნობილია, რომ 31 წლის ფეხბურთელმა უარყო „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ წინადადებები, რადგან ესპანეთში დარჩენა უნდოდა.

რაკიტიჩი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს, ესპანეთში კი 2011 წლიდანაა. კატალონელებთან მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ამ სეზონში ხორვატმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი შედგიანი პასი შეასრულა. ის 14-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, სრულად 90 წუთი კი მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ გაატარა.